31 აგვ 2026
აშშ-ის გრანდ კანიონში წყალდიდობის შედეგად 15-მდე ადამიანი დაღუპულად ან დაკარგულად ითვლება. ბოლო მონაცემებით ვერტმფრენით ტერიტორიიდან 62 ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა. დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.
ეროვნული პარკების სამსახურის განცხადებით, წყალდიდობა 29 აგვისტოს ადგილობრივი დროით 14:30 საათზე დაიწყო. უწყების ცნობით, წყალდიდობამ ზოგიერთ ტერიტორიაზე მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, დაზიანებულია ხიდები. აშშ-ის ეროვნული პარკის სამსახური მოსახლეობას მოსალოდნელი ჭექა-ქუხილისა და ძლიერი წვიმის შესახებ აფრთხილებს.