ირანი აცხადებს, რომ ამერიკულ ბაზებზე თავდასხმები განახორციელეს

31 აგვ 2026

ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ქვეყნის შეიარაღებულმა ძალებმა ლარაკის კუნძულზე აშშ-ის დარტყმის შემდეგ, თავდაცვის მიზნით შტატების სამხედრო ბაზებზე საპასუხო დარტყმები განახორციელეს. სამინისტროს ინფორმაციით, აშშ-ის დარტყმის შედეგად რამდენიმე სამხედრო პირი და მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა, არიან დაჭრილებიც.

„ირანის ისლამური რესპუბლიკა უყოყმანოდ გამოიყენებს თავდაცვის ლეგიტიმური უფლებას და გადამწყვეტად უპასუხებს მტრის ყველა სამხედრო აგრესიას“, - აღნიშნულია სამინისტროს განცხადებაში. უწყება ხაზს უსვამს, რომ პასუხისმგებლობას გაიზიარებენ ის ქვეყნებიც, რომლებიც აშშ-ის ოპერაციებს ხელს უწყობენ.