ნეპალში წყალდიდობის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 900-ს გადააჭარბა

31 აგვ 2026

ნეპალში წყალდიდობის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 900-ს გადააჭარბა, დაკარგულად მიიჩნევა 4200 ადამიანი. ჩინეთის სახელმწიფო მედიის ცნობით, ტიბეტში, ოფიციალური მონაცემებით, 16 ადამიანი დაიღუპა, 546 კი დაკარგულად ითვლება. ნეპალში აცხადებენს, რომ გაძლიერებულია ძალისხმევა გვირაბებში ჩარჩენილი ასობით ადამიანის გასათავისუფლებლად.

სამაშველო ჯგუფები მდინარეებიდან და ნანგრევებიდან ცხედრების გამოტანას აგრძელებენ. გავრცელებული ცნობით უკვე დაწყებულია ამოუცნობ მსხვერპლთა მასობრივი დაკრძალვა.

ნეპალის ხელისუფლებამ ამოუცნობი მიცვალებულებისგან დნმ-ის ნიმუშები შეაგროვა, რაც საშუალებას მისცემთ იპოვონ და ექსჰუმაცია გაუკეთონ ნაშთებს, იმ შემთხვევაში თუ მსხვერპლთა იდენტიფიცირება მოგვიანებით მოხდება ოჯახის მოთხოვნის, ოფიციალური ჩანაწერების ან გენეტიკური ტესტირების საშუალებით.