31 აგვ 2026
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ორგანიზებით, 31 აგვისტოს, 10:00 საათიდან 18:00 საათამდე, უცხო ქვეყნის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებიდან, საქართველოში სწავლის გაგრძელების მსურველი სტუდენტებისთვის ონლაინ რეჟიმში საცდელი ტესტირება ჩატარდება, - ამის შესახებ ცენტრის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი.
ტესტირების გავლა შეუძლიათ იმ სტუდენტებს, რომლებიც დარეგისტრირდნენ 3 სექტემბერს დაგეგმილი გამოცდისათვის.
„ტესტირების მიზანია გამოსაცდელები გაეცნონ გამოცდის ფორმატსა და ტესტირების ელექტრონულ სისტემას. პრეტესტში მონაწილეობა ნებაყოფლობითია. საცდელი ტესტირების გავლა შესაძლებელია შემდეგ ბმულზე: https://profpretest.naec.ge/“, - აცხადებენ ცენტრში.