ჩრდილოეთ კვიპროსის სანაპიროსთან ბორანი გადაბრუნდა - დაიღუპა 7 ადამიანი

30 აგვ 2026

ჩრდილოეთ კვიპროსის სანაპიროსთან ბორანი გადაბრუნდა, რომელზეც 270 ადამიანი იმყოფებოდა. შემთხვევის შედეგად 7 ადამიანი დაიღუპა  და 23 დაკარგულად ითვლება. ჩრდილოეთ კვიპროსის პრემიერ-მინისტრის, უნალ უსტელის განცხადებით, ბორანს არასასურველი ამინდის პირობებში მოუწია გადაადგილება და გამგზავრებიდან 15 წუთში ჩაძირვა დაიწყო. ბორანი კირენიას პორტიდან მერსინის პროვინციაში მდებარე თურქეთის პორტ ტასუჯუსკენ მიემართებოდა.