ისლანდიაში ჩატარებული რეფერენდუმის თანახმად, ქვეყნის მოსახლეობა ევროკავშირში გაწევრიანებასთან დაკავშირებული მოლაპარაკებების განახლების წინააღმდეგია

30 აგვ 2026

ისლანდიაში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგების მიხედვით, ქვეყნის მოსახლეობის 52%-ზე მეტმა ხმა ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების წინააღმდეგ მისცა. საზოგადოებრივი მაუწყებლის, რუვის ინფორმაციით, აქტივობამ 82.5% შეადგინა. ევროკავშირთან მოლაპარაკებების განახლების მხარდამჭერების განცხადებით, გაწევრიანება ისლანდიისთვის ეკონომიკური და უსაფრთხოების თვალსაზრისით სარგებლის მომტანი იქნება. ამასთან, მოლაპარაკებების განახლების მოწინააღმდეგეების მტკიცებით, გაწევრიანება ისლანდიის სუვერენიტეტსა და სათევზაო წყლებზე კონტროლს საფრთხეს შეუქმნის.