30 აგვ 2026
აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე „ტბელობის“ სახალხო დღესასწაულის ფარგლებში, დაბა ხულოს ცენტრალურ სკვერში გამოჩენილი ქართველი პროზაიკოსის, ჰიმნოგრაფის, მწიგნობარისა და ასტრონომის, ტბელ აბუსერისძის ძეგლის საზეიმო გახსნის ცერემონიას დაესწრო.
ღონისძიებაზე შეკრებილ საზოგადოებას მთავრობის თავმჯდომარესთან ერთად სიტყვით მიმართეს საქართველოს პარლამენტის წევრმა ანზორ ბოლქვაძემ, ხულოს მუნიციპალიტეტის მერმა ვახტანგ ბერიძემ და სხალთის მთავარეპისკოპოსმა მეუფე სპირიდონმა.
დაბა ხულოში თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ცენტრალური სკვერი მოეწყო, სწორედ ამ განახლებულ ტერიტორიაზე განთავსდა მოქანდაკე დავით ბოლქვაძის მიერ შექმნილი ნამუშევარი.
გამომსვლელებმა ხაზი გაუსვეს ტბელ აბუსერისძის როლს რეგიონის ისტორიაში და ყურადღება გაამახვილეს მსგავსი პროექტების როლზე მუნიციპალიტეტის შემდგომი განვითარებისა და ცნობილი საზოგადო მოღვაწეების სახელების სათანადოდ დაფასების მნიშვნელობაზე.