30 აგვ 2026
რუსეთის სტავროპოლის მხარეში საქართველოდან მიმავალი ავტობუსისა და „კამაზის“ მარკის სატვირთო მანქანის შეჯახების შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა, - ინფორმაციას რუსული მედია რეგიონულ სახელმწიფო საგზაო ინსპექციაზე დაყრდნობით ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, დაშავდა 24 ადამიანი, მათ შორის ხუთი ბავშვი. საგზაო პოლიციის ცნობით, ოთხი ბავშვის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, ხოლო ერთი რეანიმაციაშია.
ავტოსაგზაო შემთხვევა სოფელ ინოზემცევოსთან მოხდა.