30 აგვ 2026
ბათუმში, ძველი ბულვარის სანაპირო ზოლში, ზღვაში შესული 50 წლამდე ქალის სამძებრო-სამაშველო ოპერაცია მიმდინარეობს.
როგორც ცნობილია, დაკარგული საქართველოს მოქალაქეა. იგი ზღვაში გუშინ, დღის მეორე ნახევარში შევიდა, რის შემდეგაც გაუჩინარდა.
სამძებრო სამუშაოები გუშინ საღამოს დაიწყო. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში აცხადებენ, რომ დაკარგული მოქალაქის საპოვნელად ყველა შესაბამისი ღონისძიება, ამ დრომდე, აქტიურად გრძელდება.