რუსეთმა კიევის მახლობლად საბრძოლო მასალის საწყობს დაარტყა

29 აგვ 2026

რუსეთმა კიევის მახლობლად საბრძოლო მასალის საწყობს დაარტყა, რასაც მასშტაბური აფეთქება მოჰყვა. დაიღუპა  37 ადამიანი , დაშავებულია 42, მათგან 4 ბავშვია. მნიშვნელოვნად დაზიანდა საცხოვრებელი სახლები და ინფრასტრუქტურა. 

„პირველი დარტყმა საბრძოლო მასალის საწყობზე განხორციელდა  - რომელიც იქ ნამდვილად არ უნდა ყოფილიყო - რომელიც თავდაცვის ძალებს ეკუთვნოდა. აფეთქდა ჭურვები, ნაღმები, სხვა საბრძოლო მასალა და დრონები. მასშტაბი მნიშვნელოვანია. ბუჩის რაიონის სოფელ მილაში, სადაც რუსული დარტყმის შემდეგ აფეთქებები დაიწყო, საშინელი სიტუაციაა და იმ ადამიანების დაუდევრობა, ვინც ასაფეთქებელი ნივთიერებები საცხოვრებელი სახლების გვერდით შეინახა, საშინელებაა. თემის ლიდერი სამაშველო ოპერაციაში მონაწილეობისას დაიღუპა. ვუსამძიმრებ ყველა ოჯახს და ახლობელს.“

პრეზიდენტმა  ზელენსკიმ პირობა დადო, რომ საბრძოლო მასალების საწყობში მომხდარ აფეთქებაზე პასუხისმგებელი პირები კანონის მთელი სიმკაცრით დაისჯებიან, რომელმაც თვეების განმავლობაში ერთ-ერთი ყველაზე დიდი მსხვერპლი გამოიწვია.  ზელენსკის თქმით, ათობით ადამიანი დაშავდა და 370-ზე მეტი ადამიანის ევაკუაცია მოხდა.  მისივე თქმით, ახლომდებარე ინფრასტრუქტურა მნიშვნელოვნად დაზიანდა, მათ შორის ხანდაზმულთა მოვლის დაწესებულებაც არის.

რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ  საჰაერო ომი გაძლიერა, იყენებს მეტ ბალისტიკურ რაკეტებს და რეაქტიული დრონებს, რომელთა ჩამოგდებაც რთულია. კრემლი ევროპის ქვეყნებს რუსეთის წინააღმდეგ საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობაში ადანაშაულებს. ევროპა აკეთებს განცხადებებს, რომლებიც მიანიშნებს, რომ რუსეთს „მოწინააღმდეგედ და მტრადაც კი“ მიიჩნევს-აცხადებს პესკოვი და აღნიშნავს, რომ მოსკოვი რუსეთსა და ევროკავშირს შორის ურთიერთობების გაუმჯობესების პერსპექტივას ვერ ხედავს.

„ხელისუფლებაში მყოფი პოლიტიკოსების დღევანდელი თაობა, კონფრონტაციულად არის განწყობილი და არა მხოლოდ სიტყვიერად, საქმითაც. ისინი სრულად ახდენენ ევროპის სამხედრო პოტენციალის მობილიზებას და ამ პოტენციალის ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ მიმართვას, უშუალოდ მონაწილეობენ ჩვენს წინააღმდეგ საბრძოლო მოქმედებებში“.

კიევსა და მის შემოგარენში ზედიზედ უკვე მეოთხე დღეა უკრაინის საჰაერო ძალები დედაქალაქისკენ რუსული დრონების ახალი ტალღების მოახლოების შესახებ აფრთხილებს მოსახლეობას. ხუთშაბათს და პარასკევს კიევსა და მის შემოგარენში განხორციელებულმა დარტყმებმა საწყობები და სახლები დააზიანა, რაც  უკრაინელი ჩინოვნიკების თქმით, რამდენიმე მილიონიანი ქალაქის „პარალიზების“კენ მიმართული კამპანიის ნაწილია. უკრაინის საჰაერო ძალების მონაცემებით, 29 აგვისტოს ღამეს, რუსულმა ძალებმა უკრაინის მიმართულებით   რაკეტა „ონიქსი“, ბალისტიკური რაკეტა „ისკანდერ-ემი“ და 267  დრონი გაუშვეს.