29 აგვ 2026
ანბანის კოშკის მიმდებარე ტერიტორია დღეს სპორტისა და თანამედროვე ტექნოლოგიების მოყვარულებს აერთიანებს.
პროექტის მთავარი მიზანი ახალგაზრდებში ეკომეგობრული ტრანსპორტის პოპულარიზაცია, ჯანსაღი ცხოვრების წესის ხელშეწყობა და სპორტული მიმართულების განვითარებაა.
ფედერაციაში აცხადებენ, რომ ელექტრო სკუტერების პოპულარობის ზრდა, გრძელვადიან პერსპექტივაში, ქალაქებში გადაადგილების ალტერნატიული გზების განვითარებასა და საცობების შემცირებასაც შეუწყობს ხელს.
ჩემპიონატის ფარგლებში მონაწილეები სისწრაფესა და მართვის უნარებს სპეციალურად მოწყობილ ტრასაზე გამოცდიან. ღონისძიებისთვის 100-ზე მეტი ადამიანი დარეგისტრირდა, მათგან კი ჩემპიონატში მონაწილეობისთვის 50 მრბოლელი შეირჩა.
საქართველოს სკუტერების ეროვნულმა ფედერაციამ მსგავსი ჩემპიონატი უკვე ჩაატარა თბილისში. ორგანიზატორების თქმით, შეჯიბრებამ ახალგაზრდებში დიდი ინტერესი გამოიწვია და სწორედ რეგიონებში მსგავსი ღონისძიებების ჩატარების მოთხოვნამ განაპირობა ბათუმის ჩემპიონატის ორგანიზებაც. სპორტული ღონისძიების კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მიზანი ეროვნული ნაკრების ფორმირებაა, რომელიც მომავალში საქართველოს საერთაშორისო შეჯიბრებებზე წარმოადგენს.
ღონისძიება ბათუმის მერიაისა და ბათუმის სპორტული ცენტრის მხარდაჭერით იმართება.