ბაღდათის მუნიციპალიტეტში სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები გრძელდება - ასამდე ოჯახს ბუნებრივი აირი არ მიეწოდება - მიმდინარეობს სარეაბილიტაციო სამუშაოები

29 აგვ 2026

ბაღდათის მუნიციპალიტეტში სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები გრძელდება.

ბაღდათის მუნიციპალიტეტის მერიის ცნობით, იწმინდება საავტომობილო და შიდა საუბნო გზები, საცხოვრებელი სახლების ეზოები.

"ელექტროენერგია აღდგენილია სრულად, ბუნებრივი აირი ასამდე ოჯახს არ მიეწოდება, მიმდინარეობს სარეაბილიტაციო სამუშაოები.

 

ძლიერი წვიმის შედეგად მიყენებული ზარალის დათვლა მიმდინარეობს", - აღნიშნულია ინფორმაციაში.

უხვი ნალექის შედეგად ბაღდათის მუნიციპალიტეტში გზები, სახლების ეზოები და სახნავ-სათესი სავარგულები დაიტბორა.