29 აგვ 2026
ბათუმში, აფროსნობაში - აბესალომ რამიშვილის სახელობის ტრადიციულმა ტურნირმა სტარტი აიღო. შეჯიბრება ქვეყნის მასჭაბით ტარდება და მასში 5 საიალქნო კლუბის აფროსნები მონაწილეობენ. მათ შორისაა: ბათუმის, ფოთის, სოხუმისა და თბილისის ორი კლუბი.
ტურნირის ოფიციალური გახსის შემდეგ, სპორტსემენებმა თითოეულ სტარტზე რბოლა დაიწყეს. ორგანიზატორების თქმით, შეჯიბრების მთავარ მიზანია საზღვაო სპორტის სახეობების პოპულარიზაცია, ახალგარზრდა სპორტსმენთა პროფესიონალიზმის ამაღლება და ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრება.
აბესალომ რამიშვილის სახელობის ტრადიციული ტურნირი აფროსნობაში აჭარის აფროსნობის ფედერაციის ორგანიზებითა და აჭარის სპორტის დეპარტამენტის ფინანსური მხარდაჭერით ტარდება. ორ დღიანი ტურნირი ხვალ, ფინალური რბოლებითა და გამარჯვებულთა დაჯილდოებით დასრულდება.