შეფასებები პრეზიდენტის მიერ შეწყალებულებზე

29 აგვ 2026

პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნების" წევრი ირაკლი ჭეიშვილი აცხადებს, რომ მსჯავრდებულებმა დანაშაული აღიარეს, რის შემდეგაც ხელისუფლების მხრიდან გადაიდგა ჰუმანური ნაბიჯები. მმართველ გუნდს ოპონენტების კრიტიკა არ უკვირს. აცხადებენ, რომ მსჯავრდებულთა გათავისუფლება და მათი მხრიდან დანაშაულის აღიარება ოპოზიციის გეგმას ხელს უშლის. ამბობენ იმასაც, რომ თუ მსჯავრდებული საკუთარ დანაშაულს აღიარებს და მოინანიებს, სახელმწიფო მის მიმართ ჰუმანური იქნება, რაც პრეზიდენტის შეწყალების აქტით კიდევ ერთხელ დადასტურდა.