კიევი ზედიზედ მესამე ღამეა რუსული საჰაერო თავდასხმების სამიზნეა

29 აგვ 2026

კიევის სვიატოშინსკის რაიონზე რუსეთის თავდასხმის შედეგად, მრავალსართულიან საცხოვრებელ კორპუსში ცეცხლი გაუჩნდა, ასევე დაზიანდა კერძო სახლები. უკრაინის სახელმწიფო საგანგებო სიტუაციების სამსახურის განცხადებით, დაშავდა ორი ადამიანი, რომლებიც თავდასხმის შედეგად დაზიანებულ კერძო სახლში იმყოფებოდნენ.
ცხრასართულიან საცხოვრებელ სახლში, სადაც  ხანძარი გაჩნდა,  არავინ დაშავებულა. მეხანმძრე-მაშველებმა ცეცხლი სწრაფად ჩააქრეს. დრონებით თავდასხმა განხორციელდა  ოდესის ოლქზე. ერთი ადამიანი დაიღუპა, რამდენიმე კი დაშავდა, ხოლო იზმაილის რაიონში სატრანსპორტო ინფრასტრუქტურა დაზიანდა.