29 აგვ 2026
აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის განცხადებით, აშშ-მ ავენესუელასთან ნავთობის შესახებ შეთანხმებას მიაღწია.
„ჩემი მითითებით, სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ და თავდაცვის მდივანმა პიტ ჰეგსეტმა, ვენესუელას უაღრესად პატივცემულ დროებით პრეზიდენტ დელსი როდრიგესთან მჭიდრო თანამშრომლობით და კერძო ბიზნესთან პარტნიორობის გზით, ვენესუელაში 65 მილიარდ ბარელზე მეტი დადასტურებული ნავთობის რეზერვის უმეტესობაზე აშშ-ის კონტროლის მოპოვება უზრუნველყვეს, ამერიკელი გადასახადის გადამხდელებისთვის ყოველგვარი ხარჯების გარეშე“, - დაწერა ტრამპმა საკუთარ სოციალურ პლატფორმაზე.
ვენესუელასთან ნავთობის შესახებ დადებულ შეთანხმებას სოციალურ ქსელში გამოეხმაურა აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიოც და აღნიშნა, რომ გარიგება უდიდესი გამარჯვებაა როგორც ამერიკელი, ისე ვენესუელელი ხალხისთვის.