ონტარიოს ტბის სახელის გადარქმევისთვის ტრამპისგან ბოდიშის მოხდას მოითხოვენ

29 აგვ 2026

 აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა  ონტარიოს ტბას „ამერიკის ტბა“ დაარქვა, რითაც კანადასთან ურთიერთობა კიდევ უფრო  გაამწვავა. ტრამპის განცხადებიდან რამდენიმე საათში კანადის პრემიერ-მინისტრმა და ნიუ-იორკის შტატის დემოკრატმა გუბერნატორმა განაცხადეს, რომ ისინი არ შეცვლიდნენ სახელს, რომელიც 400 წელზე მეტი ხნისაა.  
როიტერი ესაუბრა კვინტის ყურის  მოჰავკთა ხელმძღვანელს დონალდ მარაკლს, რომელმაც ტრამპი მათი ენისა და ტბის სახელის  უპატივცემულობაში დაადანაშაულა, გადაწყვეტილებას   მიუღებელი უწოდა და პრეზიდენტისგან ბოდიშის მოხდა მოითხოვა.  აშშ-სა და კანადას შორის სავაჭრო მოლაპარაკებები გასულ კვირას ჩაიშალა.  ვფიქრობ,  ეს კიდევ უფრო მეტ ნავთს ასხამს ცუდი ურთიერთობების ცეცხლს და ეს კარგ მიზანს არ ემსახურება“, - განაცხადა მარაკლმა.
კანადელების უმეტესობა ტრამპის ამ ქმედებას ზედმეტად პროვოკაციულად და შეურაცხმყოფლად მიიჩნევს. ონტარიოს ტბის ზედაპირის დაახლოებით 52% კანადაშია, დანარჩენი კი ნიუ-იორკში.