29 აგვ 2026
რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი ნატო-სთან პირდაპირი სამხედრო დაპირისპირების თავიდან აცილებას ცდილობს, მიუხედავად იმისა, რომ უკრაინის მხარდაჭერის გამო მოკავშირეების მიმართ მოსკოვის რიტორიკა სულ უფრო მტრული ხდება, – ამის შესახებ დასავლურ ქვეყნებში მაღალჩინოსნებზე დაყრდნობით ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს.
დასავლელი ოფიციალური პირები მიიჩნევენ, რომ მტრული რიტორიკა ასევე ასახავს მზარდ ზეწოლას, რომელსაც პუტინი ქვეყნის შიგნით განიცდის და რომელიც დაკავშირებულია უკრაინაში რუსეთის ჯარის ნელ და ძვირადღირებულ წინსვლასთან, ასევე უკრაინის მიერ რუსეთის ტერიტორიის სიღრმეში განხორციელებული შორ მანძილზე მოქმედ დარტყმებთან.
დასავლელი მაღალჩინოსნები აცხადებენ, რომ რუსეთი, სავარაუდოდ, გააგრძელებს „ჰიბრიდულ აქტივობას“, მათ შორის, კიბერთავდასხმებს, დივერსიებსა და მკვლელობის მცდელობებსაც კი, რადგან პუტინს „მაქსიმალისტური მიზნები არ შეუცვლია“, მიუხედავად იმისა, რომ ქვეყნის შიგნით მზარდი უკმაყოფილების გარკვეული ნიშნები შეინიშნება.