ზელენსკი მოსკოვში გამართული შეხვედრების შესახებ ინფორმირებულია

29 აგვ 2026

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ  შეერთებულმა შტატებმა კიევს ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში მოსკოვში გამართული რამდენიმე შეხვედრის შესახებ ინფორმაცია მიაწოდა. 

„მადლობას ვუხდი მათ ინფორმაციისთვის და რუსეთთან საუბრის აუცილებელი ტონისთვის“, - განაცხადა ზელენსკიმ დეტალების დაკონკრეტების გარეშე. 26 აგვისტოს „უოლ სთრით ჯორნალმა“-მა გამოაქვეყნა ინფორმაცია, რომ ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს დირექტორი ჯონ რეტკლიფი მოსკოვში იმყოფებოდა, რათა  რუსეთი ნატოს წევრზე ნებისმიერი თავდასხმის შესახებ გაეფრთხილებინა.

კრემლმა უარყო ეს ინფორმაცია, ხოლო აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი არ დაესხმება თავს ნატოს რომელიმე ქვეყანას, რითაც რეტკლიფის ვიზიტთან დაკავშირებული მედიის ინფორმაცია უარყო.

ორმა წყარომ „როიტერსს“ განუცხადა, რომ რეტკლიფმა შეხვედრის დროს ნატოს წევრის წინააღმდეგ რუსეთის ოპერაციის შესაძლებლობა წამოჭრა, თუმცა გაურკვეველი იყო, იყო თუ არა ეს ვიზიტის მთავარი მიზანი. ერთ-ერთმა წყარომ „როიტერსს“ განუცხადა, რომ მოლაპარაკებები ასევე შეეხო რუსეთის მიერ ირანის მხარდაჭერას.