ნეპალში წყალდიდობის შედეგად დაკარგულთა რიცხვმა 2 ათას 400 გადააჭარბა

29 აგვ 2026

 ნეპალში კატატროფული წყალდიდობის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 626-მდე გაიზარდა. ნეპალმა და ჩინეთმა განაახლეს სამაშველო ოპერაციები წყალდიდობით დაზარალებულ ჰიმალაის მთებში.
ნეპალში დაკარგულთა რიცხვი თითქმის გაორმაგდა და 2 ათას 400 გადასცდა- განაცხადა ქვეყნის კატასტროფების მართვის სამსახურმა.

ჩინეთის სახელმწიფო მაუწყებლის მონაცემებით, ტიბეტის გირონგის ოლქში  558 ადამიანი დაკარგულად ითვლება. დაკარგულთაგან სულ მცირე 540 უცხოელია, რომელთაგან ბევრი ინდოეთიდან ინდუისტი მომლოცველია. ოთხშაბათს მყინვარის ჩამოშლამ ჰიმალაის მდინარეთა სისტემებში კლდის ქანების,ყინულის, ტალახისა და  ქვა-ღორღის ღვარცოფი გამოიწვია.