ესპანეთმა სეუტაში შექმნილი მიგრაციული კრიზისის გამო დახმარებისთვის ევროპის სასაზღვრო დაცვის სააგენტოს მიმართა

29 აგვ 2026

ესპანეთმა ევროპის სასაზღვრო და სანაპირო დაცვის სააგენტოს, „ფრონტექსს“ დახმარებისთვის მიმართა, რათა ესპანეთის ანკლავ სეუტაში უკანონოდ შესული მიგრანტების შემოწმებისა და რეგისტრაციის პროცესში დაეხმაროს.

ესპანეთის ხელისუფლების განცხადებით, სეუტაში 5 -დან 8 ათასამდე მიგრანტი რჩება მას შემდეგ, რაც 30 ივლისს მაროკოდან საზღვარი, სულ მცირე, 72 ათასმა ადამიანმა გადაკვეთა, რასაც მსხვერპლიც მოჰყვა. ესპანეთმა ასევე მოითხოვა „ფრონტექსის“ კიდევ 10 თანამშრომლის გაგზავნა, რომლებიც მიგრანტების შემოწმებაში დაეხმარებიან.

 ესპანეთის ხელისუფლების მოთხოვნა სეუტაში დაძაბულობის ზრდის ფონზე გაკეთდა. ქალაქის მცხოვრებლებმა არაერთი საპროტესტო აქცია გამართეს და მოითხოვეს, რომ მიგრანტებმა ტერიტორია დატოვონ.