მიხეილ ყაველაშვილი საქართველო-მონტენეგროს საკალათბურთო მატჩს დაესწრო და ეროვნულ ნაკრებს გამარჯვება მიულოცა

29 აგვ 2026

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი, შვილთან, პრემიერ-მინისტრთან, საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, თბილისის სპორტის სასახლეში საქართველოსა და მონტენეგროს საკალათბურთო ეროვნული ნაკრებების შეხვედრას დაესწრო. ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.

შეხვედრა საქართველოს ნაკრების გამარჯვებით დასრულდა.

საქართველოს პრეზიდენტმა ეროვნულ ნაკრებს გამარჯვება მიულოცა, კალათბურთელებს მადლობა გადაუხადა და მსოფლიო ჩემპიონატისკენ გზაზე გამარჯვებები უსურვა.

საქართველოს კალათბურთელთა ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატის მეორე შესარჩევ ეტაპზე, პირველ მატჩში მონტენეგროს უმასპინძლა და 101:74 მოუგო.