28 აგვ 2026
მოსკოვს არასდროს წაუყენებია ულტიმატუმი შეერთებული შტატებისთვის უკრაინის მხარდაჭერის გამო - განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა.
მისივე თქმით, მოსკოვმა არაერთხელ სთხოვა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტს დაედასტურებინა ინფორმაცია ვაშინგტონის მიერ უკრაინისთვის ფინანსების, იარაღისა და დაზვერვის მონაცემების მიწოდების შესახებ, თუმცა ამერიკელებისგან ამ კითხვებზე პასუხები არ მიუღია.
უკრაინის კონფლიქტში ბრიტანეთის როლი ლავროვმა „უკიდურესად ნეგატიურად“ შეაფასა. დიდმა ბრიტანეთმა ორშაბათს განაცხადა, რომ კიევს საიდუმლო ტექნოლოგიებზე წვდომის უფლებას მისცემს, რათა დაიწყოს შტორმ შედოუს შორ მანძილზე მოქმედი ფრთოსანი რაკეტების საკუთარი წარმოება, რომლებსაც შეუძლიათ დარტყმების განხორციელება რუსეთის სიღრმეში.
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა მარია ზახაროვამ განაცხადა, რომ რუსეთს შეუძლია დარტყმები მიაყენოს ბრიტანულ სამხედრო სამიზნეებს უკრაინაში და მის ფარგლებს გარეთ.