28 აგვ 2026
ჯვარიმინდორი 2026, ტრადიციული ფესტივალი შუახევში, მთა თაგინურზე გაიმართა. ფესტივალის ფარგლებში მთელი დღის განმავლობაში სხვადასხვა კულტურული, სპორტული და გასართობი ღონისძიება ჩატარდა.
მოეწყო სპორტული შეჯიბრებები, სადაც გამოვლინდნენ გამარჯვებულები. სტუმრებს ადგილზე დახვდათ კვების სივრცეები, სპეციალური ინსტალაციები და ფოტოზონები. ფესტივალის მუსიკალურ ნაწილში ადგილობრივი ანსამბლები მონაწილეობდნენ. კონცერტზე წარსდგა ასევე შუახევის ხელოვნებისა და მოსწავლე-ახალგაზრდობის სკოლის ბენდიც.
ფესტივალის სპეციალური სტუმარი მომღერალი სოფო ბედია იყო. ღონისძიების ფარგლებში მუნიციპალიტეტისა და ჭვანის ხეობის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის Შვიდ მოქალაქეს „საპატიო ჭვანელის“ წოდება მიენიჭა.
„ჯვარიმინდორობის“ მიზანი ადგილობრივი კულტურისა და ფოლკლორის პოპულარიზაცია, ასევე ჭვანის ხეობისა და მთა თაგინურის ტურისტული შესაძლებლობების წარმოჩენაა.