28 აგვ 2026
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს. შემთხვევა დღეს მოხდა. მეზობლების ინფორმაციით ქალს სავარაუდოდ თავს ძარცვის მიზნით დაესხნენ.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს. უწყების ცნობით, საქმეზე გრძელდება საგამოძიებო მოქმედებები.