"შავი ზღვის ფესტივალი" ფეხბურთში

28 აგვ 2026

ბათუმის "დინამოს" ანგისის საწვრთნელი ბაზა ფეხბურთში "შავი ზღვის ფესტივალს" მასპინძლობს. შეჯიბრება შვიდ ასაკობრივ კატეგორიაში- 2012-დან 2018 წელს დაბადებულ ჭაბუკთა შორის ტარდება.

ტურნირში როგორც საქართველოს, ასევე უცხოური კლუბები და საფეხბურთო აკადემიები მონაწილეობენ. დღეს ასპარეზობის მესამე ეტაპი დაიწყო.

პირველი ორი ეტაპის, რომელიც 2012 და 2013 წლებში დაბადებულთა შორის ჩატარდა, გამარჯვებული ქუთაისის "ტორპედო" გახდა. შავი ზღვის საფეხბურთო ფესტივალი აჭარის ფეხბურთის ფედერაციისა და საფეხბურთო კლუბ "დინამო" ბათუმის მხარდაჭერით ტარდება.