28 აგვ 2026
წარმატებით იასპარეზეს ძიუდოს კლუბ „ბათუმისა“ და აჭარის ნაკრების წევრებმა თურქეთის ქალაქ ორდუში გამართულ საერთაშორისო ჩემპიონატზე ჭაბუკთა შორის, რომლებმაც სხვადასხვა სინჯის ხუთი მედალი მოიპოვეს.
ტურნირის ჩემპიონები გახდნენ ნიკა სვანაძე და დემეტრე ბერიძე, დავით თოდრია და გიორგი ადამიძე ვიცე-ჩემპიონის ტიტულს დაეუფლნენ, ირაკლი აბაშიძე კი ბრინჯაოს დასჯერდა. აღსანიშნავია, რომ 50 კილოგრამ წონით კატეგორიაში ქართული ფინალი შედგა, სადაც ერთმანეთს ნიკა სვანაძე და გიორგი ადამიძე დაუპირისპირდნენ.
გამარჯვება სვანაძემ მოიპოვა და ჩემპიონის ტიტულსაც დაეუფლა. ბათუმელი ძიუდოისტები უკვე დაბრუნდნენ ბათუმში და მომავალი ტურნირებისთვის ემზადებიან.