28 აგვ 2026
ქალაქ კასპში ჩატარდა ვანო გამხიტაშვილის მემორიალური ტურნირი, რომელიც ამავდროულად ახალგაზრდული მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპსაც წარმოადგენდა.
ტურნირზე შესანიშნავად იასპარეზეს ხელვაჩაურის სასპორტო სკოლის სპორტსმენებმა, რომლებმაც ორ ასაკობრივ კატეგორიაში სხვადასხვა სინჯის შვიდი მედალი მოიპოვეს. კადეტთა შორის ჩემპიონი გახდა ანანო კინწურაშვილი, თამთა თებიძემ და თათია კიკნაძემ ვიცე-ჩემპიონობა მოიპოვეს, ლიზი ბოლქვაძე კი ბრინჯაოს დასჯერდა.
ახალგაზრდებს შორის ჩემპიონი გახდა მარიამ ჭიჭვეიშვილი, ნინო დარჩია კი ვერცხლის მედალს დაეუფლა. გოგონები ტურნირისთვის ნანი კირკიტაძემ, მალვინა კირკიტაძემ და შორენა შარაძემ მოამზადეს.
ანანო კინწურაშვილმა და მარიამ ჭიჭვეიშვილმა კადეტთა და ახალგაზრდებს შორის მოპოვებული ოქროს მედლებით საქართველოს ნაკრებში დაიმკვიდრეს ადგილი და ისინი მსოფლიო ჩემპიონატზე იასპარეზებენ, რომელიც 2-4 ოქტომბერს საბერძნეთის ქალაქ სალონიკში გაიმართება.