28 აგვ 2026
რა გახდა ახალგაზრდა აფხაზი ბლოგერის გარდაცვალების მიზეზი ჯერ -ჯერობით უცნობია. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დაურ ბუავას ცხედარი სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ბიუროშია გადასვენებული და ექსპერტიზა უტარდება.
სამინისტროს განმარტებით, ახალგაზრდა ბლოგერს პირველადი დათვალიერებით ძალადობის კვალი არ აღენიშნება. დაურ ბუავა თბილისში საცხოვრებელ ბინაში გარდაცვლილი დღეს დილით იპოვეს, მეზობლების ინფორმაციით, სამაშველო სამსახური თავად გამოიძახეს, რადგან კორპუსში გაუსაძლისი სუნი იგრძნეს. აფხაზი ბლოგერი ბინაში შესვლისას მაშველებს გარდაცვლილი დახვდათ.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. გავრცელებული ინფორმაციით, ბლოგერი ხშირად საუბრობდა რომ ემუქრებოდნენ.