განაახლებს თუ არა ისლანდია ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებებს?

28 აგვ 2026

ისლანდიის ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების განახლებასთან დაკავშირებით მოახლოებული რეფერენდუმის წინ ქვეყნის ევროკავშირში მხარდამჭერთა და მოწინააღმდეგეთა  ჯგუფებმა დედაქალაქ რეიკიავიკში საზოგადოებას მხარდაჭერისკენ მოუწოდეს.

კენჭისყრა 29 აგვისტოს გაიმართება. ადგილობრივი მედია 21-25 აგვისტოს ჩატარებულ საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის შედეგებს აქვეყნებს, რომლის თანახმად,  გამოკითხულთა 51.3% მხარს უჭერს ბრიუსელთან ბლოკში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების განახლებას, ხოლო 48.7% წინააღმდეგია. ორ მხარეს შორის სხვაობა კიდევ უფრო შემცირდა 13 აგვისტოს ჩატარებული გამოკითხვის შემდეგ, როდესაც 52.2%-მა განაცხადა, რომ მხარს უჭერს მოლაპარაკებების განახლებას, ხოლო 47.8%-მა - წინააღმდეგია.

რეიკიავიკმა ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებები 2013 წელს, ოთხწლიანი მოლაპარაკებების შემდეგ  შეწყვიტა, თუმცა ცხოვრების ხარჯების ზრდამ და უკრაინაში ომმა ისლანდიაში 27-ქვეყნიან ბლოკში გაწევრიანების საკითხი ხელახლა წამოჭრა. ამას ხელი შეუწყო  პრეზიდენტ ტრამპის განმეორებითმა მუქარამ გრენლანდიის ანექსიის შესახებ.  

შაბათის რეფერენდუმში „დიახ“ ხმის მიცემის შემთხვევაში, საგარეო საქმეთა სამინისტროს მემორანდუმის თანახმად, გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებები შეიძლება  2026 წლის ბოლოსთვის დაიწყოს და  18-24 თვეში დასრულდეს.