28 აგვ 2026
კატარის პრემიერ-მინისტრი და საგარეო საქმეთა მინისტრი თეირანში ჩავიდნენ და ირანის პრეზიდენტ შეხვდნენ. ოფიციალური დოჰა ირანში ომის დაწყებიდან ექვსი თვის შემდეგ შეწყვეტილი დიპლომატიური ძალისხმევის აღდგენას ცდილობს.
კატარის პრემიერ-მინისტრმა ირანის მაღალჩინოსნებთან შეხვედრაზე ხაზი გაუსვა საერთაშორისო საზღვაო მარშრუტით ღია გადაზიდვების დაბრუნების მნიშვნელობას. კატარმა, აშშ-ს მოკავშირემ და სპარსეთის ყურეში ირანის მეზობელმა, ასევე პაკისტანმა ივნისში ურთიერთგაგების მემორანდუმის ხელშეწყობაში მიიღეს მონაწილეობა, რამაც ცეცხლის შეწყვეტა გამოიწვია და ჰორმუზის სრუტეში, ირანსა და ომანს შორის ვიწრო მონაკვეთში გადაზიდვების პირობები დაადგინა.
მას შემდეგ, რაც აშშ-მ ადა ისრაელმა ექვსი თვის წინ ომი დაიწყეს, ირანი დაიმუქრა, რომ სრუტეში მისი ნებართვის გარეშე გამავალ ნებისმიერ გემს დაარტყამდა, რაც ნაკადს შეამცირებდა და ნავთობის ფასს გაზრდიდა.