აშშ-ს ძალებმა ჰორმუსის სრუტე განაღმეს

28 აგვ 2026

აშშ-ის სამხედრო ძალების განცხადებით, ამერიკულმა ძალებმა ჰორმუზის სრუტე საზღვაო ნაღმებისგან გაასუფთავეს, რომლებიც, მათი თქმით, რამდენიმე თვით ადრე ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსმა დაამონტაჟა.

„დღეს საერთაშორისო საზღვაო მარშრუტები ღიაა“, - წერს აშშ-ის სამხედრო ცენტრალური სარდლობის მეთაური ადმირალი ბრედ კუპერი სოციალურ მედიაში გამოქვეყნებულ ვიდეომიმართვაში .„გარემოებები, რბილად რომ ვთქვათ, რთული და საშიში იყო. ჩვენ საქმე შევასრულეთ“, - თქვა კუპერმა.

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა არაერთხელ განაცხადა, რომ სრუტე ღიაა, მაგრამ ბევრმა გემმა ირანის მუქარის გამო ამ მარშრუტით სარგებლობაზე უარი განაცხადა.