მრჩეველთა  საბჭოს  ანგარიშს  რიგგარეშე  სხდომაზე მოუსმენენ 

14 ივნ 2017

სავარაუდოდ ივლისში, საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს მრჩეველთა საბჭოს ანგარიშს დეპუტატები პლენარული სხდომის ფორმატში მოისმენენ. წესი უმაღლესი საბჭოს წევრებმა დღეს, სპეციალური დადგენილებით განსაზღვრეს.

აქამდე მრჩეველთა საბჭოს ანგარიშს კანონმდებლები მხოლოდ კომისიებსა და ფრაქციებში ეცნობოდნენ.