28 აგვ 2026
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი მოლდოვის დამოუკიდებლობის დღეს კიშინიოვში ჩავიდა და მოლდოვის პრეზიდენტ მაია სანდუს შეხვდა.
ზელენსკის მიერ სოციალურ მედიაში გამოქვეყნებული კომენტარების თანახმად, ორმა ლიდერმა უსაფრთხოების, ენერგეტიკისა და ინფრასტრუქტურის საკითხებში უფრო მჭიდრო თანამშრომლობაზე ისაუბრა.
დელეგაციებთან შეხვედრისას სანდუმ განაცხადა, რომ მოლდოვამ ღამით საჰაერო სივრცის ხუთი დარღვევა დააფიქსირა მას შემდეგ, რაც რუსული დრონები მეზობელ უკრაინაზე მასშტაბური თავდასხმის დროს ქვეყანაში შეიჭრნენ. ზელენსკიმ მხარდაჭერა გამოუცხადა მოლდოვას ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე და იმედი გამოთქვა, რომ ორივე ქვეყანა საბოლოოდ ერთად გაწევრიანდება .ვიზიტი მას შემდეგ გაიმართა, რაც რუსეთმა ღამით უკრაინაზე მასშტაბური სარაკეტო და დრონებით თავდასხმა განახორციელა, ხოლო მოლდოვის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ ქვეყნის საჰაერო სივრცეში შეჭრილი რამდენიმე დრონიდან ერთ-ერთი მოლდოვის ტერიტორიაზე იპოვეს.