ჩინეთი ნეპალს ახალი დანამგრეველი წყალდიდობის შესახებ აფრთხილებს

28 აგვ 2026

ნეპალში ადიდებულ მდინარე ტრიშულის ტერიტორიაზე, რომელიც ტალახის სქელი მასით არის დაფარული მძიმე ტექნიკა მუშაობს. მაშველები კატასტროფული წყალდიდობის შედეგად გადარჩენილებს ეძებენ, რომელმაც 500-მდე ადამიანი იმსხვერპლა.

ოთხშაბათს დილით მყინვარის ჩამოშლის შემდეგ, ნეპალსა და მეზობელ ტიბეტში თითქმის ათასი ადამიანია დაკარგული. წყალდიდობამ გაანადგურა ელექტროსადგურები, გზები და ხიდები კატმანდუსა და ლჰასას დამაკავშირებელი მარშრუტის გასწვრივ, რომელიც პოპულარულია მოლაშქრეებსა და მომლოცველებში. დაკარგულთაგან 540 უცხოელია.

ჩინეთის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ მყინვარის ჩამოშლის შედეგად წარმოქმნილი ტბა, რომელმაც ჩინეთ-ნეპალის საზღვარზე კატასტროფული წყალდიდობა გამოიწვია, ისევ ადიდდა, რამაც სამაშველო ოპერაციების შეჩერება გამოიწვია. 

ტბის წყალსაცავში წყლის რაოდენობამ 2.5 მილიონ კუბურ მეტრს გადააჭარბა, რაც ერთი დღის წინ ტერიტორიის მონიტორინგისთვის გაგზავნილი ჩინეთის რვაკაციანი საინჟინრო ჯგუფის მიერ დაფიქსირებულ სავარაუდო 1.5-2 მილიონ კუბურ მეტრს აღემატება.

ჩინეთი აცხადებს, რომ მომდევნო სამი დღის განმავლობაში ჯერ კიდევ დატბორილ ტბაში 3 მილიონი კუბური მეტრი წყალი ჩაედინება, რაც წყალდიდობის მაღალ რისკს ქმნის, ხოლო პიკური ნაკადი 1-ელი სექტემბრისთვის არის მოსალოდნელი.  

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ შეერთებულმა შტატებმა ნეპალს დახმარება შესთავაზა, მისი განცხადებით სტიის ზონაში 60 ამერიკელი იმყოფებოდა.