28 აგვ 2026
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს ხელოვნური ინტელექტის საერთაშორისო ბანაკი სტუდენტებისთვის დასრულდა. საერთაშორისო ბანაკში 6 ქვეყნის 60 ახალგაზრდა მონაწილეობდა.
საერთაშორისო პროგრამა ინგლისურენოვანი იყო. მონაწილეებმა ინფორმაცია მიიღეს ისეთ მიმართულებებზე, როგორიცაა შესავალი კომპიუტერულ ინჟინერიაში, ხელოვნურ ინტელექტსა და მანქანურ სწავლებაში, აგრეთვე კიბერუსაფრთხოება ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში და პრობლემების იდენტიფიცირება.
ბანაკის მიზანი იყო სტუდენტებისთვის ხელოვნური ინტელექტის მიმართულებით არსებული საერთაშორისო ტენდენციებისა და პრაქტიკული გამოყენების შესაძლებლობების გაცნობა, შესაბამისი ტექნიკური, ანალიტიკური და სამეწარმეო უნარების განვითარება და AI-ზე ორიენტირებულ ტრენინგებსა და სამუშაო შეხვედრებში ჩართვა.
ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო, როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო საზაფხულო ბანაკებს 2023 წლიდან მართავს და ამ პერიოდის განმავლობაში 700-მდე ახალგაზრდას უმასპინძლა. ბანაკში მონაწილე სტუდენტებს სერტიფიკატები გადაეცათ.