პრემიერ - მინისტრი მარიამობის დღესასწაულთან დაკავშირებით გამართულ წირვას დაესწრო

28 აგვ 2026

მარიამობის დღესასწაულთან დაკავშირებით გამართულ წირვას, რაჭაში, ბარაკონის ღვთისმშობლის მიძინების ტაძარში დაესწრო პრემიერ - მინისტრი აღმსარულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად.

ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფელ წესთან, მარიამობის დღესასწაულს  განსაკუთრებულად აღნიშნავენ, რადგან  ეკლესია სწორედ ღვთისმშობლის მიძინების სახელობისაა და ყოველწლიურად უამრავ მომლოცველსა და სტუმარს მასპინძლობს.

მარიამობის დღესასწაულთან დაკავშირებით ბარაკონის სიონის ტაძარში წირვა ნიკორწმინდის ეპარქიის ეპისკოპოსმა მეუფე ვახტანგმა აღავლინა.