28 აგვ 2026
ვინც სახელმწიფო ინსტიტუტებს ცნობს, სახელმწიფოც გადადგამს მისკენ ნაბიჯს,- ამის შესახებ თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, თენგიზ შარმანაშვილი პრეზიდენტის მიერ საპროტესტო აქციების დროს დაკავებულ პირთა შეწყალებასთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში წერს.
შარმანაშვილის განცხადებით, მოვლენების მსვლელობა თუ ასე გაგრძელდება, ნელ-ნელა სიძულვილს ოპონირება ჩაანაცვლებს.
“ეს არის ძალიან მისასალმებელი. ვინც სახელმწიფო ინსტიტუტებს ცნობს, სახელმწიფოც გადადგამს მისკენ ნაბიჯს. თუ ასე ვიმოძრავებთ, სიძულვილს ოპონირება ჩაანაცვლებს. ვინც სიძულვილს ვერ გაცდება, იქ სახელმწიფოც თავისას იტყვის.”- წერს შარმანაშვილი.
პრეზიდენტის მიერ შეწყალებულებმა, მათ შორის აქციებზე დაკავებულმა რამდენიმე პირმა, საპატიმროები გუშინ დატოვეს.