28 აგვ 2026
საქართველოს პრეზიდენტის, მიხეილ ყაველაშვილის მიერ მარიამობის დღესასწაულთან დაკავშირებით შეწყალებულ პატიმრებს შორის სხვადასხვა დროს საპროტესტო აქციებზე დაკავებული პირებიც მოხვდნენ.
გავრცელებული ინფორმაციით, შეწყალებულ პატიმრებს შორის არიან საბა ჯიქია, ფრიდონ ბუბუტეიშვილი, სიმონ მახარაძე, დავით ხომერიკი, გურამ ხუტაშვილი, დანიელ მუმლაძე, ავთანდილ თოფჩიშვილი და თორნიკე მჭედლიშვილი.
შეწყალებულებმა საპატიმროები წუხელვე დატოვეს.
მიხეილ ყაველაშვილმა მარიამობის დღესასწაულთან დაკავშირებით 226 პირი შეიწყალა. პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, შეწყალება შეეხო 217 საპატიმრო და ექვს არასაპატიმრო სასჯელის მქონე პირს, ხოლო სამ პირს ნასამართლობა მოეხსნა.