27 აგვ 2026
მინდა, მადლობა გადავუხადო მამუკა მდინარაძეს, მის მიერ გაწეული ძალიან მნიშვნელოვანი საქმიანობისთვის, მისი სამსახურისთვის საკუთარი ქვეყნის წინაშე, მისი დამსახურებისთვის გუნდის წინაშე, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
პრემიერის თქმით, ათი წლის განმავლობაში მამუკა მდინარაძე უამრავ რამეს აკეთებდა, რაც აისახა ქვეყნის განვითარებასა და „ქართული ოცნების“ გუნდის გაძლიერებაზე.
„მინდა, მადლობა გადავუხადო მამუკა მდინარაძეს, მის მიერ გაწეული ძალიან მნიშვნელოვანი საქმიანობისთვის, მისი სამსახურისთვის საკუთარი ქვეყნის წინაშე, მისი დამსახურებისთვის გუნდის წინაშე. ათი წლის განმავლობაში ის უამრავ რამეს აკეთებდა, რაც აისახა ქვეყნის განვითარებაზე და ჩვენი გუნდის გაძლიერებაზე. მას ეკუთვნის მხოლოდ და მხოლოდ მადლობა. ჩვენთვის სამწუხაროა ის გადაწყვეტილება, რომელიც მიიღო. გუშინ გვქონდა შეხვედრა, ასევე დღეს, მათ შორის გვქონდა კონსულტაციები ბატონ ბიძინა ივანიშვილთან ერთად. ეს იყო მისი გადაწყვეტილება. ჩვენ ვცადეთ, ის დაგვერწმუნებინა საპირისპირო გადაწყვეტილებაში, თუმცა მას მყარი პოზიცია ჰქონდა. კიდევ ერთხელ მადლობას გადავუხდი მამუკა მდინარაძეს იმ ყველაფრისთვის რაც გაკეთებული აქვს ქვეყნისა და გუნდისთვის“, – განაცხადა კობახიძემ.