სტიქია ნეპალში

27 აგვ 2026

ნეპალის დედაქალაქ კატმანდუში, მორგთან შეკრებილები კატასტროფული წყალდიდობის შედეგად დაკარგულ ოჯახის წევრებს ეძებენ. სტიქიამ ასობით ადამიანი იმსხვერპლა და ათასზე მეტი ადამიანი დაკარგულად ითვლება. მაშველები ნეპალისა და მეზობელი ჩინეთის დამეწყრილ ხეობებსა და ფერდობებზე გადარჩენილებს ეძებენ.   

პოლიციის მონაცემებით, 359 ადამიანი დაიღუპა, ათობით ცხედარი ტალახშია დამარხული, საიდანაც მათი ამოყვანა მიმდინარეობს.წითელი ჯვრის ორგანიზაციის განცხადებით, განადგურდა მთელი სოფლები, ჩახერგილი, გაუვალი გზებისა და განადგურებული ხიდების გამო დასახლებული პუნქტები გარესამყაროსგან მოწყვეტილია.

სამაშველო ოპერაციებში ქვეყნის არმია და საჰაერო ძალებია ჩართული.