27 აგვ 2026
შუახევი, „მუსიკალური ზაფხული 2026“-ს მასპინძლობს. მუნიციპალიტეტის მერიის მიმდებარე ტერიტორიაზე ცნობილი ქართველი მუსიკოსებისა და მომღერლების მონაწილეობით კონცერტი გაიმართა.
სოფო ხალვაში, ნეკა სებისკვერაძე, ზვიად ბოლქვაძე და სხვა ცნობილი შემსრულებლები და მუსიკალური ჯგუფები წარსდგნენ მაყურებლის წინაშე. ღონისძიება კულტურის სამინისტროს, „შემოქმედებითი საქართველოსა“ და შუახევის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით გაიმართა.