27 აგვ 2026
რაჭაში ტრადიციული ფესტივალი "ფუძეობა 2026" მიმდინარეობს. ამბროლაურში ფესტივალის ფარგლებში მოწყობილია რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის ყველა მუნიციპალიტეტის კუთხე, სადაც მათთვის დამახასიათებელი ადგილობრივი რეწვის, სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების ნიმუშებია წარმოდგენილი.
ფესტივალის ფარგლებში ასევე, ადგილობრივ მეწარმეებს საშუალება აქვთ საკუთარი ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტები ადგილობრივებსა და რეგიონის ვიზიტორებს გააცნონ. ადგილზე ასევე წარმოდგენილი არიან ადგილობრივი ფოლკლორული ანსამბლები, რომლებიც მთელი დღის განმავლობაში სტუმრების განწყობაზე ზრუნავდნენ.
ღონისძიებას საქართველოს პრემიერ მინისტრი დაესწრო,მანამდე კი ინფრასტრუქტურის მინისტრი რაჭაში სპორტული და საგანმანათლებლო პროექტების მიმდინარეობას და შოვში ჩასატარებელი სამუშაოების გეგმას ადგილზე გაეცნო.