ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში ორი მედიკოსის ვარსკვლავი გაიხსნა

27 აგვ 2026

ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში დღეს ორი მედიკოსის, თეიმურაზ პეშკოვისა და ზურაბ ჩიხლაძის ვარსკვლავები გაიხსნა.  ექიმები სამედიცინო სფეროში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვისა და მრავალწლიანი პროფესიული მოღვაწეობისთვის  დააჯილდოვეს. 

ვარსკვლავის გახსნა საიუბილეო თარიღს უკავშირდება თეიმურაზ პეშკოვსა და ზურაბ ჩიხლაძეს 75  წელი შეუსრულდათ. ისინი ათწლეულების მანძილზე სამედიცინო სფეროში მუშაობენ.

ვარსკვლავის გახსნამდე გაიმართა კონფერენცია შეხვედრა სადაც კოლეგებმა, სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებმა პეშკოვისა და ჩიხლაძის პროფესიული საქმიანობის შესახებ ისაუბრეს, ასევე დღესვე ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში გაიმართა პროფესორ გიორგი ჟღენტის წიგნის, სამედიცინო ლიტერატურის „დესმურგია’ განხილვა.