ბათუმის ბოტანიკურ ბაღში ტურისტულად აქტიური სეზონის შედეგებს გაეცნო აჭარის მთავრობის თავმჯდომარე  ბათუმის მერთან ერთად

27 აგვ 2026

ბათუმის ბოტანიკურ ბაღში ტურისტულად აქტიური სეზონის შედეგებს გაეცნო აჭარის მთავრობის თავმჯდომარე  ბათუმის მერთან ერთად. მთავრობის ადმინისტრაციის ინფრომაციით, ზურაბ პატარაძე ბოტანიკური ბაღის ადმინისტრაციის ახალ წარმომადგენელებს და თანამშრომლებს შეხვდა.

შეხვედრაზე  აღინიშნა, რომ გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით ვიზიტორთა 10% ზრდა ფიქსირდება. ასევე გამოიკვეთა ბოტანიკური ბაღის პოტენციალი უმასპინძლოს მაღალი რანგის საერთაშორისო ფორუმებს და სამეცნიერო კონფერენციებს.

შეხვედრაზე ხაზი გაესვა ინფრასტრუქტურის განახლების აუცილებლობასაც, ზურაბ პატარაძის განცხადებით, ეტაპობრივად მოხდება თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ციფრული ტექნოლოგიების დანერგვა.

ბაღში იგეგმება ახალი ტურისტული სამარშრუტო გზის მოწყობაც.  ყურადღება დაეთმო ალპური ბოტანიკური ბაღის განვითარების პერსპექტივებს. მთავრობის თავმჯდომარემ, ბათუმის მერთან ერთად ახალი ნარგავების დარგვის პროცესშიც მიიღო მონაწილეობა და სიმბოლურად, ჩრდილო-ამერიკული განყოფილების გიორგი გაბრიჩიძის სახელობის ზღვისპირა პარკში, საკმევლის ფიჭვი დარგო.