რუსეთმა და უკრაინამ ცეცხლი გაცვალეს

27 აგვ 2026

რუსეთმა კიევსა და უკრაინის სხვა ქალაქებზე მასშტაბური თავდასხმა რაკეტებითა და დრონებით განახორციელა.  კიევის შემოგარენში ორი ადამიანი დაშავდა. თავდასხმების შედეგად ხანძარი გაჩნდა საწყობებში, დაზიანებულია ასევე კერძო სახლები.

უკრაინის საჰაერო ძალების ინფორმაციით, რუსეთმა სარაკეტო დარტმის მიზნით ორი „ონიქსის“ ტიპის რაკეტსაწინააღმდეგო ფრთოსანი რაკეტა, 258 დრონი და ბალისტიკური რაკეტების დაუზუსტებელი რაოდენობა გამოიყენა.
უკრაინის საჰაერო თავდაცვამ  დრონების თითქმის 90%, ასევე ერთი „ონიქსი“ და შვიდი ბალისტიკური რაკეტა გაანეიტრალა.
11 ადამიანი დაშავდა და რამდენიმე შენობა მნიშვნელოვნად დაზიანდა  რუსეთის მიერ კონტროლირებადი დონეცკის ცენტრში უკრაინის სარაკეტო თავდასხმის შედეგად- აცხადებს ადგილობრივი ხელისუფლება.

დონეცკის რეგიონის პრორუსმა ხელმძღვანელმა, დენის პუშილინმა,  განაცხადა, რომ დაზიანდა 8 საცხოვრებელი კორპუსი და  სამოქალაქო ინფრასტრუქტურის 11 ობიექტი, მათ შორის დიდი სავაჭრო ცენტრი. პუშილინის თქმით, სავაჭრო ცენტრი შტორმ შედოუს ტიპის რაკეტებით დაიბომბა.