27 აგვ 2026
საფრანგეთში ჩრდილოეთში კანის რკინიგზის სადგურის წინ მდგომ ფეხით მოსიარულეთა ჯგუფს მანქანა განზრახ შეეჯახა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა და 10 დაშავდა.
,,ერთი ადამიანი გარდაიცვალა, შვიდი კრიტიკულ მდგომარეობაშია, ხოლო სამი მძიმე, მაგრამ არა კრიტიკულ მდგომარეობაში“, - განუცხადა ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენელმა ჟურნალისტებს.
მისივე თქმით, მძღოლი, რომელიც მოგვიანებით დააკავეს, რუსეთში დაბადებული მამაკაცია და აღნიშნა, რომ ის საფრანგეთის დაზვერვის სამსახურებისთვის უცნობი იყო.
,,დაშავებულთა უმეტესობა ავღანური წარმოშობისაა, მათ კიდურების მრავლობითი მოტეხილობები მიიღეს“ - განაცხადა ერთმა თვითმხილველმა.
მძღოლის მოტივი ჯერ უცნობია. დაწყებულია გამოძიება. პოლიცია ვიდეოთვალთვალის ჩანაწერებს ამოწმებს.