27 აგვ 2026
აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ვარაუდით, ირანის უზენაესი ლიდერი ცოცხალია. „არ ვფიქრობ, რომ ის გარდაცვლილია. ის ძალიან მძიმედ დაიჭრა“, - განაცხადა ტრამპმა გლენ ბეკის გადაცემაში.
მოჯტაბა ხამენეის ადგილსამყოფელი საიდუმლოდ რჩება ირანელებისთვის და დანარჩენი მსოფლიოსთვის, მას შემდეგ, რაც ის უზენაეს ლიდერად დაინიშნა თებერვლის ბოლოს განხორციელებული იერიშიდან ერთი კვირის შემდეგ, რომელმაც მისი მამა იმსხვერპლა. ყოფილი ლიდერის, აიათოლა ალი ხამენეის დაკრძალვის მთავარ ცერემონიალზე მისმა არყოფნამ ბევრი მითქმა-მოთქმა გამოიწვია.
,,ირანის პრეზიდენტი მასუდ პეზეშკიანი უზენაეს ლიდერ მოჯტაბა ხამენეის შეხვდა ივლისის ბოლოს'' - დაწერა სახელმწიფო მედიამ 9 აგვისტოს, ხოლო გასამხედროებული ფორმირებების ლიდერმა პირობა დადო, რომ მომავალში ხამენეის ვიდეოკადრებს გამოაქვეყნებს.