270-მდე გაიზარდა ნეპალში კატასტროფული წყალდიდობის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა

27 აგვ 2026

ნეპალში კატასტროფული წყალდიდობისა და მეწყერის  შედეგად დაღუპულთა რაოდენობა  270-მდე გაიზარდა,  1500-მდე ადამიანი დაკარგულად ირიცხება.

ნეპალისა და ტიბეტის საზღვართან მომხდარი  წყალდიდობა შესაძლოა გამოწვეული იყოს მყინვარის ქვედა ნაწილის მოწყვეტით და ხეობის ფსკერზე ასობით მეტრის სიმაღლიდან ვარდნით - განაცხადეს ექსპერტებმა თანამგზავრული ფოტოების საფუძველზე.

მიუხედავად იმისა, რომ ოთხშაბათის კატასტროფის ზუსტი მიზეზი ჯერ კიდევ ბოლომდე არ არის გაანალიზებული, მეცნიერები ამბობენ, რომ ის, სავარაუდოდ, ნეპალის ლანგტანგ ლირუნგის მწვერვალის ჩრდილოეთ ფერდობებზე ტიბეტის მხარეს მდინარეში ჩამოწოლილი მასიური ყინულის  ზვავით დაიწყო.