საქართველოს ვიცე-პრემიერმა, რეგიონული განვითარების მინისტრმა მამუკა მდინარაძემ თანამდებობა დატოვა

27 აგვ 2026

საქართველოს ვიცე-პრემიერმა, რეგიონული განვითარების მინისტრმა მამუკა მდინარაძემ თანამდებობა დატოვა. გადაწყვეტილების შესახებ მან სპეციალურ ბრიფინგზე განაცხადა.

როგორც მდინარაძემ ბრიფინგზე განაცხადა პოლიტიკიდანაც მიდის.

„მივიღე გადაწყვეტილება, დვატოვო თანამდებობა, პოლიტიკაც. ბევრი საუბარი რომ არ გავაგრძელო, ჩემთვის ეს ათი წელი იყო შრომის, სამშობლოს ერთგულების და მეგობრებთან ერთად, დიდი საქვეყნო საქმის კეთების ათი წელი. ერთი ბედნიერებაა „ქართული ოცნების“ გუნდთან ერთად ამ სამსახურში ყოფნა. მინდა ძალიან დიდი მადლობა გადავუხადო „ქართული ოცნების“ თითოეულ ჯარისკაცს, თითოეულ წევრს, თითოეულ ლიდერს ბატონი ბიძინა ივანიშვილიდან დაწყებული, რიგით ჯარისკაცამდე დამთავრებული“, – აღნიშნა მდინარაძემ.

მდინარაძის განცხადებით, გუნდში საჭიროების შემთხვევაში დაბრუნდება. როგორც იგი აცხადებს, პოლიტიკიდან წასვლაზე "ბოლო რამდენიმე კვირაა ფიქრობს".